პაციენტის მართვის კოორდინატორი
16-03-2026 - 10-04-2026
სამუშაო განაკვეთი: სრული

კომპანია „მეგალაბი“ აცხადებს ვაკანსიას პაციენტის მართვის კოორდინატორის პოზიციაზე

 

ძირითადი მოვალეობები:

  • პაციენტის სადაზღვევო პოლისის ან სხვა დაფინანსების წყაროს შესახებ ინფორმაციის მოძიება და სისწორის გადამოწმება;
  • ლაბორატორიული მომსახურების ღირებულების გაანგარიშება (ფორმა N100-ის მოთხოვნების შესაბამისად) და მისი შესაბამის დამფინანსებელ ორგანიზაციასთან წარდგენა;
  • პაციენტის დაფინანსების სტატუსის გადამოწმება ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამის ელექტრონულ პორტალზე;
  • პაციენტებთან კომუნიკაციის წარმოება დაფინანსების პროცესთან დაკავშირებული საკითხების გასარკვევად;
  • ლაბორატორიის შიდა დეპარტამენტებთან კოორდინაცია პაციენტის მომსახურებასთან დაკავშირებული საჭირო ინფორმაციის მისაღებად;
  • სადაზღვევო კომპანიების რეგისტრაციების მონიტორინგი, როგორც კომპანიის შიდა პროგრამაში, ასევე სადაზღვევო კომპანიების ონლაინ პორტალებზე;
  • საჭირო დოკუმენტაციის შეგროვება, დამუშავება და შესაბამის სახელმწიფო ან სადაზღვევო ორგანიზაციებში წარდგენა;
  • დაფინანსების პროცესის მიმდინარეობის კონტროლი და შესაბამის მხარეებთან კომუნიკაცია საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება (სასურველია ჯანდაცვის ადმინისტრირების, ბიზნესის ადმინისტრირების ან მსგავს სფეროში);
  • სასურველია გამოცდილება სამედიცინო სფეროში ან ადმინისტრაციულ პოზიციაზე;
  • კომპიუტერული პროგრამების (MS Office) ცოდნა;
  • უცხო ენების ცოდნა;

 

პიროვნული კომპეტენციები/უნარები:

  • ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • მოქნილობა;
  • დროის მართვის უნარი;
  • დეტალებზე ორიენტაციის უნარი;
  • გუნდში მუშაობის უნარი;

 

პირობები:

  • ადგილმდებარეობა: თბილისი, პ. ქავთარაძის #23;
  • სამუშო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 10:00-18:00 სთ;

 

 

ფოტო

შეავსეთ აპლიკაცია

ჩააგდეთ ფაილ(ებ)ი აქ, ან დააჭირეთ ასატვირთად!