„მეგალაბი“ აცხადებს ადმინისტრაციული და საოპერაციო პროცესების კოორდინატორის ვაკანსიას
“მეგალაბი” ქვეყნის მასშტაბით ყველაზე მსხვილი და მრავალპროფილური ლაბორატორიაა, სადაც თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით ხდება ქვეყანაში არსებული ლაბორატორიული დიაგნოსტიკისა და კვლევების სრულად დაფარვა.
ძირითადი მოვალეობები:
- ფილიალების მონიტორინგი ტექნიკური და სარემონტო მიმართულებით;
- ფილიალების მომარაგების უზრუნველყოფა სამეურნეო და საკანცელარიო მიმართულებით;
- დიასახლისების და დასუფთავების ხარისხის მონიტორინგი;
- ფილიალების მონიტორინგი შრომის უსაფრთხოების შეფასების აქტების მიხედვით;
- საბაჟო ტერმინალიდან პროდუქციის დროული გამოტანის ორგანიზება;
- საბაჟო გაფორმებისთვის საჭირო დოკუმენტაციის მომზადებისა და შეგროვების კოორდინაცია;
- საბაჟო ბროკერებთან და შესაბამის სამსახურებთან კომუნიკაცია;
- პროდუქციის განბაჟებისა და საწყობამდე ტრანსპორტირების პროცესის კონტროლი.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
სასურველია უმაღლესი განათლება;
ადმინისტრაციული, საოპერაციო ან ლოგისტიკური მიმართულებით მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
საოფისე პროგრამების (MS Office) ცოდნა;
ორგანიზაციული და საკომუნიკაციო უნარები;
დეტალებზე ორიენტირებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
დროის ეფექტურად მართვისა და რამდენიმე პროცესის პარალელურად კოორდინაციის უნარი;
პრობლემების დროულად იდენტიფიცირებისა და გადაჭრის უნარი
პირობები
- სამუშო გრაფიკი: 09:00 – 17:00 (ორშაბათი-პარასკევი);
- სამუშაო ადგილმდებარეობა: თბილისი, პ.ქავთარაძის #23;