„მეგალაბი“ აცხადებს ლაბორანტის ვაკანსიას მიკრობიოლოგიის მიმართულებაში
“მეგალაბი” ქვეყნის მასშტაბით ყველაზე მსხვილი და მრავალპროფილური ლაბორატორიაა, სადაც თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით ხდება ქვეყანაში არსებული ლაბორატორიული დიაგნოსტიკისა და კვლევების სრულად დაფარვა.
ძირითადი მოვალეობები:
· ლაბორატორიული აპარატურის მოვლა, გაწმენდა, ტემპერატურული მონიტორინგის აღრიცხვა და დოკუმენტირება;
· საკვები აგარების მომზადება, სტერილობის კონტროლი და შესაბამისი დოკუმენტის შევსება;
· ბიოლოგიური ნარჩენების დახარისხება, უტილიზაცია და პროცესის კონტროლი;
· შესაბამის პროგრამაში მიკრობიოლოგიური კვლევების შედეგების შეტანა;
· პარაზიტოლოგიური მიმართულების ნიმუშების დამუშავება და მომზადება კვლევისთვის;
· განყოფილების უფროსისათვის ან ლაბორატორიული მედიცინის სპეციალისტისათვის ლაბორატორიული კვლევებისთვის საჭირო სახარჯი მასალების კრიტიკული რაოდენობების დროულად მიწოდება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
· უმაღლესი განათლება: სამედიცინო ან ზუსტი და საბუნებისმეტყველო ფაკულტეტი/ბიოლოგია, ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
პიროვნული კომპეტენციები/უნარები:
· სამუშაო პროცესების დელეგირების უნარი;
· ინფორმაციის ანალიზის და გადაცემის უნარი;
· დეტალებზე ორიენტაციის უნარი;
· დროის ეფექტური მართვის უნარი;
· პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
პირობები:
· გრაფიკი: 24 სთ-იანი მორიგეობა 3 დღეში ერთხელ (10:00 სთ-დან) ;
· ანაზღაურება: 1 სთ 6.5 ლ (Gross);
· ადგილმდებარეობა: ქ.თბილისი, პეტრე ქავთარაძის 23;
· ბენეფიტები: სამედიცინო დაზღვევა, 50%-მდე ფასდაკლება ლაბორატორიულ მომსახურებაზ