„მეგალაბი“ აცხადებს ექიმი-ლაბორანტის ვაკანსიას ჰემატოლოგიის, ბიოქიმიის და იმუნოლოგიის განყოფილებაში
ძირითადი მოვალეობები:
- ლაბორატორიული კვლევების შესრულება და შესრულების ვადების კონტროლი;
- ლაბორატორიაში სახარჯ მასალებსა და რეაგენტებზე მეთვალყურეობა;
- ლაბორატორიული სამედიცინო აპარატების მოვლის პროცედურების დაცვა;
- კრიტიკული მონაცემებისას დროული კომუნიკაციის მოხდენა;
- ხარისხის მართვის სისტემით დანერგილი პროცედურების მონიტორინგი და საჭიროების შემთხვევაში რეაგირების მოხდენა;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი სამედიცინო განათლება;
- ლაბორატორიული მედიცინის სახელმწიფო სერთიფიკატი;
- ლაბორატორიული მედიცინის ზოგადი საფუძვლების ცოდნა;
- ბიოუსაფრთხოების ძირითადი საფუძვლების ცოდნა;
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 1 წლიანი გამოცდილება;
პიროვნული კომპეტენციები/უნარები:
- დეტალებზე ორიენტირების უნარი;
- პრიორიტეტების დასახვის უნარი;
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
- დროის მართვის უნარი;
- დამოუკიდებლობა/პასუხისმგებლობა;
- გუნდში მუშაობის უნარი;
- დისციპლინირებულობა;
- შედეგზე ორიენტაცია;
პირობები:
- მისამართი: ქ. თბილისი, პეტრე ქავთარაძის 23;
- გრაფიკი: 16 სთ-იანი მორიგეობა (ყოველ მე-4 დღეს);