„მეგალაბი“ აცხადებს მიკრობიოლოგიის მიმართულებაში ადმინისტრაციული მენეჯერის ვაკანსიას:
“მეგალაბი” ქვეყნის მასშტაბით ყველაზე მსხვილი და მრავალპროფილური ლაბორატორიაა, სადაც თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით ხდება ქვეყანაში არსებული ლაბორატორიული დიაგნოსტიკისა და კვლევების სრულად დაფარვა.
ძირითადი მოვალეობები:
- მიკრობიოლოგიის მიმართულების ადმინისტრაციული პროცესების დაგეგმვა, ორგანიზება და კოორდინაცია;
- თანამშრომელთა სამუშაო გრაფიკების მომზადება, განახლება და კონტროლი;
- სტაჟიორებისა და ახალი თანამშრომლების ადაპტაციის პროცესის ადმინისტრაციული მხარდაჭერა;
- თანამშრომელთა დასწრებისა და სამუშაო დროის მონიტორინგი;
- თანამშრომელთა ტრენინგების დაგეგმვა და კოორდინაცია;
- შიდა კომუნიკაციის ხელშეწყობა და სხვადასხვა სტრუქტურულ ერთეულთან ადმინისტრაციული საკითხების კოორდინაცია;
- პროცესების გაუმჯობესებისა და ადმინისტრაციული ეფექტიანობის გაზრდის ინიციატივებში მონაწილეობა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება;
- ადმინისტრაციულ, საოფისე მართვის, ოპერაციული კოორდინაციის ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
- MS Office-ის კარგი ცოდნა;
- ინგლისური ენის ცოდნა;
პირობები:
- სამუშო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი (10:00-18:00 სთ);
- ბენეფიტები: სამედიცინო დაზღვევა, 50%-მდე ფასდაკლება ლაბორატორიულ მომსახურებაზე.
- სამუშაო ადგილმდებარეობა: თბილისი, პ.ქავთარაძის #23;