ლაბორატორიის რეგისტრატორის (Back-Office)
25-05-2026 - 26-06-2026
სამუშაო განაკვეთი: სრული

„მეგალაბი“ აცხადებს  ლაბორატორიის რეგისტრატორის (Back-Office) ვაკანსიას:  

ვაკანსია: ლაბორატორიის რეგისტრატორი (Back-Office)

„მეგალაბი“, ქვეყნის მასშტაბით ყველაზე მსხვილი და მრავალპროფილური ლაბორატორია, აცხადებს რეგისტრატორის ვაკანსიას ბექ-ოფისის მიმართულებით. თუ გსურთ პროფესიული გამოცდილების მიღება სტაბილურ და განვითარებაზე ორიენტირებულ გარემოში, შემოუერთდით ჩვენს გუნდს.

აღნიშნული პოზიცია გულისხმობს საანალიზო მასალებთან მუშაობას (გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ პოზიცია არ ითვალისწინებს პაციენტებთან უშუალო კომუნიკაციას).

 

ძირითადი მოვალეობები:

  • კონტრაქტორი დაწესებულებებიდან შემოსული საანალიზო მასალის მიღება და შენახვა დადგენილი პროცედურების შესაბამისად.
  • საანალიზო მასალების სისტემური/პროგრამული რეგისტრაცია.
  • საანალიზო მასალის სინჯარების სორტირება.
  • დაზიანებული მასალების უარყოფა დადგენილი კრიტერიუმების მიხედვით და ხელმძღვანელისთვის ინფორმაციის მიწოდება.
  • საანალიზო მასალების მიმღებ განყოფილებაში ტემპერატურული რეჟიმის მონიტორინგი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება (ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი).
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების თავისუფლად ფლობა.
  • უპირატესობად ჩაითვლება სამედიცინო სფეროში მუშაობის გამოცდილება.

 

პიროვნული უნარები:

  • დეტალებზე ორიენტირებულობა და მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა.
  • ინფორმაციის ანალიზისა და ეფექტური გადაცემის უნარი.
  • დროის ეფექტური მართვა, ორგანიზებულობა და გუნდური მუშაობის უნარი.
  • ორგანიზაციის საერთო მიზნებზე ორიენტირებულობა.

 

მოცემული პოზიცია იდეალურია იმ კანდიდატებისთვის, რომლებიც დაინტერესებულნი არიან გრძელვადიანი პროფესიული განვითარებით სტაბილურ სამუშაო გარემოში

 

 პირობები 

სამუშო გრაფიკი:  16 სთ-იანი მორიგეობა 4 დღეში ერთხელ; 

სამუშაო ადგილმდებარეობა:  თბილისი, პ.ქავთარაძის #23; 

ანაზღაურება: 980 (Gross) 

ფოტო

შეავსეთ აპლიკაცია

ჩააგდეთ ფაილ(ებ)ი აქ, ან დააჭირეთ ასატვირთად!