„მეგალაბი“ აცხადებს ოპერატორის ვაკანსიას.
„მეგალაბი“ ქვეყნის მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი და მრავალპროფილური ლაბორატორიაა, სადაც თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით ლაბორატორიული დიაგნოსტიკისა და კვლევების ფართო სპექტრი ხორციელდება.
ძირითადი მოვალეობები:
- პაციენტების მიღება, რეგისტრაცია და მომსახურება კომპანიის სტანდარტების შესაბამისად;
- პაციენტების ინფორმირება კომპანიის პროდუქტების, სერვისების, პაკეტებისა და ფასების შესახებ;
- პაციენტებთან გამავალი სატელეფონო ზარების განხორციელება და საჭირო ინფორმაციის მიწოდება;
- ანგარიშსწორების წარმოება, სალაროს მართვა და დღის ბოლოს ნაშთის შემოწმება;
- პროგრამაში რეგისტრაციების, დოკუმენტაციისა და სალაროს მონაცემების შესაბამისობის კონტროლი.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება ან სტუდენტი;
- მომხმარებლებთან ურთიერთობის სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
- ინგლისური ენის ცოდნა;
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
- კომუნიკაციისა და მომსახურების კარგი უნარები.
პირობები:
- სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე, 8-საათიანი სამუშაო დღე;
- დასვენება: 2 მცოცავი დასვენების დღე;
- ანაზღაურება: 950 ლარი (Net);
- ბენეფიტები: სამედიცინო დაზღვევა და 50%-მდე ფასდაკლება ლაბორატორიულ მომსახურებაზე;
- სამუშაო ადგილი: თბილისი, პ. ქავთარაძის ქ. №23.