ანაზღაურებადი სტაჟირება — ბუღალტერიის მიმართულებით
სს „მეგალაბი“ აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას ბუღალტერიის მიმართულებით.
თუ გსურს მიიღო პრაქტიკული გამოცდილება ბუღალტერიაში, გაეცნო შესყიდვების აღრიცხვის პროცესს და პროფესიული განვითარების შესაძლებლობა მიიღო, ეს შესაძლებლობა შენთვისაა.
ძირითადი მოვალეობები:
- პირველადი დოკუმენტების (ზედნადები, ანგარიშ-ფაქტურა, ხელშეკრულება) ერთმანეთთან შესაბამისობის შემოწმება;
- შესყიდვების აღრიცხვის პროცესში მონაწილეობა;
- ანგარიშ-ფაქტურებისა და ზედნადებების დამუშავებაში დახმარება;
- ვალდებულებების დარიცხვის პროცესში მონაწილეობა;
- არასამედიცინო მარაგების ბუღალტრულ პროგრამაში მიღება;
- შესყიდვების შესაბამის დეპარტამენტებთან კომუნიკაცია ზედნადებებსა და ანგარიშ-ფაქტურებთან დაკავშირებული საკითხების დაზუსტების მიზნით;
- ბუღალტრულ პროგრამაში ოპერაციების სწორად და დროულად ასახვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- ბუღალტერიის/ფინანსების მიმართულების სტუდენტი ან კურსდამთავრებული;
- განვიხილავთ IV კურსის სტუდენტებსაც;
- ბუღალტერიის მიმართულებით განვითარების სურვილი;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
- საოფისე პროგრამების ცოდნა.
ჩვენ გთავაზობთ:
- ანაზღაურებად სტაჟირებას — 500 ლარი;
- პრაქტიკულ გამოცდილებას ბუღალტერიისა და შესყიდვების აღრიცხვის მიმართულებით;
- პროფესიული განვითარების შესაძლებლობას გამოცდილ გუნდთან ერთად;
- სტაჟირების წარმატებით გავლის შემთხვევაში, დასაქმების შესაძლებლობას.
სტაჟირების ხანგრძლივობა: დაახლოებით 6 თვე.
����ადგილმდებარეობა: თბილისი, პ.ქავთარაძის #23;